Les Justes

Les Justes

ISBN: 2070364771

ISBN 13: 9782070364770

Publication Date: November 08, 1999

Publisher: Folio

Format: Mass Market Paperback

Author: Albert Camus

3.98 of 2,761

Download PDF

Download ePub

1905 წლის თებერვალში, მოსკოვში, ტერორისტთა ჯგუფმა, რომელიხ სოციალისტურ-რევოლუციურ პარტიას მიეკუთვნებოდა, ყუმბარა ესროლა დიდ თავად სერგეი ალექსანდროვიჩს, მეფის ბიძას. "მართალნის" სიუჟეტს წარმოადგენს სწორედ ეს თავდასხმა და მისი წინმსწრები თუ შემდგომი განსაკუთრებული გარემოებები. რა უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მართლაც, ამ პიესის ზოგიერთი სიტუაცია, ეს სიტუაციები მაინც ისტორიულია. ეს იმას როდი ნიშნავს, - და ჩვენ ამას ვნახავთ, - რომ "მართალნი" ისტორიული პიესაა. მაგრამ ყველა პერსონაჟი რეალურად არსებობდა და ისე მოიქცა, როგორც ამას ვამბობ. მე მხოლოდ შევეცადე, სინამდვილისთვის მიმეახლოვებინა ის, რაც ისედაც ნამდვილი იყო.
კალიევს, "მართალნის" გმირს, ის სახელიც კი შევუნარჩუნე, რომელიც რეალურად ერქვა. ეს წარმოსახვის სიზარმაცემ კი არ მაიძულა, არამედ პატივისცემამ ამ ადამიანების - კაცებისა და ქალების, - მიმართ, აღტაცებამ ამ ადამიანებით, რომელთაც, ყველაზე ულმობელი საქმის შესრულებისას, საკუთარი გულის ძახილი ვერა და ვერ ჩაახშვეს. მას მერე დიდი პროგრესი მოხდა, მართალია, და სიძულვილი, ამ გამორჩეულ სულებს შეუწყნარებელ ტანჯვასავით რომ აწვა, კომფორტულ სისტემად იქცა. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ გამოვიხმოთ ეს დიდი აჩრდილები, გავიხსენოთ მათი სამართლიანი ამბოხი, ძნელად შესანარჩუნებელი ძმობა, ის უზომო ძალისხმევა, რომელსაც მათ მოუხმეს, რათა მკვლელობასთან შეთანხმებისთვის მიეღწიათ და ამგვარად ეთქვათ, თუ სად გადის ჩვენი ერთგულება.
ალბერ კამიუ

0 Share 0 Share 0 Share 0 Share